RSS

სკოლა



სკოლა-11 წლის სასჯელი (უკვე 12 ის)
მასწავლებელი და მოსწავლე - მგელი და კრავი
დღიური- დაქირავებული შპიონი
ორიანი- ძმაკაცი და ხშირი მეგობარი
სამიანი - ჯანმრთელობა
ოთხიანი- ჭკუიდან შეშლა
ხუთიანი - ინფარქტი
წიგნები- მაკულატურა
პასტა- ზედმეტი ჯართი
მასწავლებელი დირექტორი და სასწავლო ნაწილი - სამი მუშკეტერი
დაფასთან გასვლა - გისურვებ მშვიდობიან დაბრუნებას
კარნახი - ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო
შპარგალკა- სასწრაფო დახმარება
გაკვეთილზე ჯდომა- მიჯაჭვული ამირანი
შატალო- ციხიდან გაქცევა
დასვენება - წუთიერი სიზმარი
გაკვეთილზე შესვლა- ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს
გაკვეთილიდან გამოსვლა- ცოცხალი ვარ, ცოცხალი!
მშობელთა კრება- არიქა, განგაშია!
უმაღლესში შესვლა-ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე!
სასწავლებლიდან გარიცხვა- რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!

ვისთვის სიხარული, ვისთვის ტანჯვა! სკოლას ყველა სხვადასხვანაირი თვალით უყურებს, ზოგს ძულს ზოგი გიჟდება, ზოგი ბედნიერია როცა 40 აქვს სიცხე რადგან სკოლაში არ წავა, ზოგიც უბედურია ამ დროს. ეს არის ადგილი სადაც ბავშვობის 80%-ს ატარებ და ასეა თუ ისე ბოლოს მაინც ტკბილ მოგონებად გრჩება, სანამ ტკბილ მოგონებებამდე მიხვალ იქამდე გიწევს ბევრ ჭირში და ლხინში ყოფნა.

0 коммент.:

Отправить комментарий

კომენტარები