RSS

ბედნიერების საიდუმლო

პოსტის ავტორი: Dil

ბედნიერება სულაც არ არის ძნელი მოსაპოვებელი უბრალოდ ადამიანს უნდა შეეძლოს ყოველი წუთით ტკბობა :) ამისი ერთ ერთი ძალიან აქტუალური ხერხია მეგობრები. მათთან არასდროს მოიწყენ შეგეძლება გულახდილად ილაპარაკო.

დღეს არაჩეულებრივი დღე იყო. მეგობრებთან ხშირად ვარ მაგრამ ამაზე არასდროს დამიწერია :) უცად მომინდა და აი მეც ვზივარ და ვწერ პოსტს.






დღეს ელესთან ვიყავით მე და ნანო. ნანუკა ჩვენი მესამე დაქალია რომელსაც ცოტა უფრო იშვიათად ვხედავთ ხოლმე. მაგარი "ფართი" იყო :D
რა მაგრად გავერთეთ :D ჩვენი საყვარელი საქმეა მუსიკების მოსმენა ლეპტოპში და ჭორაობა :) ან ფილმების ყურება უფრო "უჟასტიკების" . ნუ მოკლედ დღეს კარგი იყო.


ახლა იუთუბიში ვარ . მაგრად მიყვარს ეგ საიტი. ამით დავამთავრებ :*******

შენ ხომ ბედნიერი ხარ =)


ბედნიერება რა ადვილია და ამავედროს რა რთული... ჩემი აზრით ბედნიერება ფულში არ არის. ზოგი ღარიბი უფრო ბედნიერია ვიდრე მდიდარი. თუ გექნება ყველაფერი რაც ფულით შეგიძლია იყიდო და არ გექნება სიყვარული მაშინ თავი ყველაზე ყველაზე ყველაზე უბედურად უნდა იგრძნო. თუმცა ბევრი იმას ვერ ხვდება რომ ფულით სიყვარულს ვერ იყიდი. მე ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს რადგან მყავს კარგი ოჯახი კარგი მეგობრები და ვცხოვრობ სიყვარულში. მე ბედნიერი ვარ ყოველ წუთს. თუმცა ადამიანმა არასდროს არ უნდა იწუწუნოს უბედური ვარო. ყველა ადამიანი ბედნიერია რადგან ცოცხალია და ხედავს მზის შუქს. გაიღიმე ცხოვრება მშვენიერია (ჩემი საყვარელი ფრაზაა )

განწყობის თეორია

პოსტის ავტორი:Dil

ადამანის განწყობის თეორია ძალიან ცვალებადი და მრავალფეროვანია :) ხოლო იგი შექმა დიმიტრი უზნაძემ. ამის შექმნით მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში. ახლა მის ბიოგრფიას არ დავწერ და პირდაპირ თემაზე გადავალ.





ალბათ ყველა დამეთანხმება რომ ადამიანი სულ კარგ ან სულ ცუდ ხასიათზე ვერ იქნება....
ადამიანის განწყობაზე ბევრი რამ მოქმედებს, მაგ: ამინდი, წლის დრო, გარშემომყოფი ადამიანები და სხვა. შეიძლება სულ პატარა წვრილმანმა კარგ ხასიათზე დაგაყენოს ან პირიქით. მე გირჩევთ გაიღიმეთ ცხოვრება მშვენიერია თუ რამე შეცდომა ჩაგიდენიათ გამოასწორეთ სანამ გვიანი არ არის. ადამიანი ცხოვრობს ისე თითქოს არასდროს მოკვდება და კვდება ისე თუთქოს არასდროს უცხოვრია.
ალბათ ეს სიმართლეა და შემიძლია ამას კიდევ ერთი რამ დავამატო ბავშვებს უნდათ მალე გაიზარდნონ როდესაც გაიზრდებიან ყველაფერს მისცემენ რომ ისევ პატარები იყვნენ. (ამაში არ ვარ დარწმუნებული)

მოკლეედ გაიღიმე ცხოვრება მშვენიერია :)

ვიცი ეხლა თემას გადავუხვიე მაგრამ რა ვქნა თავში მეტი არაფერი მომივიდა

ლეგენდა სისხლიან მერიზე...

Bloody Mary იგივე სისხლიანი მერი, ბევრი სხვა საშიში ლეგენდების მსგავსია. ყოველ წელიწადს მილიონობით ბავშვი (ძირითადად ამერიკაში) აკეთებს სისხლიანი მერის "ცერემონიას" იმის შესამოწმებლად მართლა გამოჩნდება იგი სარკეში და მოკლავს მას თუ არა.




ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია არსებობს. სისხლიან მერის ეძახიან ასევე მერი ვორსს, მერი ვორსინგტონს, მერი ჯეინს, მერი ვეილსს, ჯოჯოხეთის მერის და ა.შ. ერთ-ერთი ვერსია მოგვითხრობს, რომ მერი ერთი ძალიან ლამაზი გოგო იყო. ერთი პერიოდი ის ქირურგს ხვდებოდა, რომელმაც ერთ დღეს მას სარკის წინ თვალები ამოჭრა და ამის შემდეგ მისმა განრისხებულმა სულმა კვლა დაიწყო. ასევე ამბობენ, რომ თვალები არა ქირურგმა, არამედ მამამისმა ამოჭრა.

კიდევ სრულიად განსხვავებული ვერსია არსებობს. ლამაზ მერის ბავშვობაში სახე დაუმახინჯდა, მას ყველა დასცინოდა და ბოლოს დეპრესიის ნიადაგზე მერი სააბაზანოში შევიდა, სარკე გატეხა და იმ ნატეხებით თავი მოიკლა... და ამის შემდეგ დაიწყო მკვლელობა. ასევე უამრავ ფილმში თუ სერიალშია იგი მოხსენიებული სულ სხვადასხვა ლეგენდებით....



მაგრამ მერი ყველას არ კლავს მის გამოძახებასთან დაკავშირბითაც უამრავი ვერსია არსებობს. მაგ: უნდა შეხვიდე სააბაზანოში, სიბნელეში, შეიტანო სანთელი სამჯერ დატრიალდე და თან თქვა "სისხლიანი მერი", ან შეხვიდე სააბაზანოში კვლავ სიბნელეში სანთელით ხელში და წარმოთქვა "სისხლიანი მერი" 17-ჯერ, 20-ჯერ ან იძახო იქამდე სანამ არ გამოგეცხადება.

ბევრი უფროსი და-ძმა აშინებს ამით თავის პატარა ნათესავებსა და ახლობლებს, ბევრი ბავშვი უბრალოდ აკეთებს ამას ღამით მეგობრებთან ერთად, მაგრამ არავინ არ იცის მართალია თუ არა ლეგენდა სისხლიან მერიზე, რომელიც სარკის წინ მოგევლინება და მოგკლავს....

scary story


იყვნენ ორი გოგონა, ვიქტორია და ამანდა. ამანდა ღამით ვიქტორიას უზარმაზარ ოთხ სართულიან სახლში რჩებოდა. გოგონები სახლში მარტო იყვნენ, რამეთუ ვიქტორიას მშობლები ვახშამზე წასულიყვნენ. ისინი მესამე სართულზე, საშიშ ფილმს უყურებდნენ, როდესაც დენი წავიდა.



ეს გასაკვირი არც იყო, მთელი დღე ქართან ერთად კოკისპირულად წვიმდა. სახლი მთლიანად გაშავდა. "ჯანდაბა, ზუსტად ფილმის საინტერესო მომენტში!" წუწუნებდა ამანდა. "ქვემოთ ჩავალ და ვნახავ იქნებ სანთლების პოვნა შევძლო, მალე მოვალ" - თქვა ვიქტორიამ.

"კარგი" ამანდას ესმოდა ვიქტორიას ნაბიჯების ხმა სანამდე იგი ქვემოთ ჩავიდოდა. მაგრამ როდესაც ვიქტორია ქვემოთ ჩავიდა, მან საზარელი, შიშისმომგვრელი კივილის ხმა გამოსცა.

ამანდას ცოტა არ იყოს შეეშინდა "ვიქტორია? ვიკი კარგად ხარ?" ჩასძახა ქვემოთ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ისევ დაუძახა "ვიქტორია... სასაცილო არ არის, მაშინებ!" ამანდა არც იყო გაკვირვებული, იცოდა, რომ ვიქტორია მის შეშინება ეცდებოდა, რადგან ფილმის შემდეგ ამანდა ისედაც საკმაოდ შეშინებული იყო.

ზუსტად ამის შემდეგ მან ქვემოდან, ზიზღის გამომწვევი დარტყმის ხმა გაიგო, რომელიც მესამე სართულზე აღწევდა.

ღმერთო ჩემო, გაიფიქრა ამანდამ, ხმა ქვემოდან მოდის. ამიტომაც ის მეოთხე სართულზე ავიდე, მაგრამ ამის შემდეგ საზარელი ხმა მეორე სართულიდან მოესმა. ხმა უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა, ახლა უკვე ამანდას ის მესამე სართულიდან ესმოდა.

ამანდა საშინლად შეშინებული იყო, მის გონებაში ათასგვარი კითხვა იბადებოდა, რისი ხმა იყო ეს, რა უნდოდა მას??? შეძრწუნებული მეოთხე სართულზე საწოლის ქვეშ შეძვრა.

ამ დროს ამანდას გასაკვირად ოთახში ვიქტორიას მშობლები შემოვიდნენ და შუქიც ჩართეს. სახლში არაფრის ნიშანი არ იყო გარდა სისხლიანი ბილიკისა, რომელიც ერთ-ერთ ოთახში მიდიოდა.

ყველაფრის მიუხედავად ვიქტორია სასტიკად მოკლედ. მკვლელმა ის არ შეიბრალა, თავი და ფეხები მოაჭრა. მაგრამ რატომ?

გამოკვლევების შედეგად დადგინა, რომ მათი სახლი 1812 წელს იყო აშენებული. ერთ-ერთი მოსამსახურე სამკაულების მოპარვის დროს დაიჭირეს და დასჯის მიზნით თავი და ხელები მოაჭრეს. მკვლელი კი ვერ დაიჭირეს და დღემდე უცნობია თუ რატომ აირჩია მან ოჯახის წევრებიდან თინეიჯერი ვიქტორია. აბა მკვლელების ფსიქიკას რას გაიგებ?