RSS

ახალი წელი და შობა




აახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს.



წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან ერთი საინტერესო სადღესასწაულო ატრიბუტი – ,,ქართული ნაძვის ხე” - ჩიჩილაკი აკავშირებდა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.
ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს და კარგავს რიტუალური ნივთის ფუნქციას. იგი ახალი წლის დეკორატიულ სამშვენისს წარმოადგენს.

___________________________

უკრაინაში, იყო ასეთი რწმენა, რომ თუ შობის მეორე დილით ოთახში ობობის ქსელს იპოვიდი, ეს იღბალის მომტანი იყო. ამ რწმენას საფუძველი დაუდო უკრაინულმა თქმულებამ ღარიბი ქალის შესახებ. მისი მიხედვით საახალწლოდ ქალმა ვერ შეძლო დეკორაციების ყიდვა ნაძვის ხისათვის. შობის დღეს მან გაიძვიძა და ნახა, რომ ობობას მთლიანად “მოერთო” მათი ნაძვის ხე ქსელით. როდესაც მზე ამოვიდა და მისი სხივები ხეს დაეცა, ობობის ქსელები ოქროდ და ვერცხლად გადაიქცა.
ხელოვნური ობობა და ქსელი დღემდე გვხვდება უკრაინულ საახალწლო დეკორაციებში.

___________________________


XVII საუკუნეში პურიტანები მხიარულებას და დღესასწაულებზე ფესტივალების გამართვას ცოდვად მიიჩნევდნენ. როცა ისინი ინგლისში ხელისუფლებაში მოვიდნენ აკრძალეს ყველანაირი ფორმის ქრისტიანული ფესტივალი. 1644 წელს პარლამენტმა აკრძალა შობის აღნიშვნა და გააგზავნა ჯარი, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი მოთხოვნა სრულდებოდა. აიკრძალა ყველანაირი დეკორაცია. 1659 წელს ახალ ინგლისში შობა აკრძალეს კანონით, რომლის მიხედვითად ნებისმიერი ვინც აღნიშნავდა დღესასწაულს დაჯარიმდებოდა 5 შილინგით. ეს აკრძალვა 22 წელი გრძელდებოდა ამერიკის რამდენიმე ნაწილში. მასაჩუსეტსში შობა უკანონო დღესასწაულად ითვლებოდა 1656 წლამდე.

0 коммент.:

Отправить комментарий

კომენტარები