RSS

scary story


იყვნენ ორი გოგონა, ვიქტორია და ამანდა. ამანდა ღამით ვიქტორიას უზარმაზარ ოთხ სართულიან სახლში რჩებოდა. გოგონები სახლში მარტო იყვნენ, რამეთუ ვიქტორიას მშობლები ვახშამზე წასულიყვნენ. ისინი მესამე სართულზე, საშიშ ფილმს უყურებდნენ, როდესაც დენი წავიდა.



ეს გასაკვირი არც იყო, მთელი დღე ქართან ერთად კოკისპირულად წვიმდა. სახლი მთლიანად გაშავდა. "ჯანდაბა, ზუსტად ფილმის საინტერესო მომენტში!" წუწუნებდა ამანდა. "ქვემოთ ჩავალ და ვნახავ იქნებ სანთლების პოვნა შევძლო, მალე მოვალ" - თქვა ვიქტორიამ.

"კარგი" ამანდას ესმოდა ვიქტორიას ნაბიჯების ხმა სანამდე იგი ქვემოთ ჩავიდოდა. მაგრამ როდესაც ვიქტორია ქვემოთ ჩავიდა, მან საზარელი, შიშისმომგვრელი კივილის ხმა გამოსცა.

ამანდას ცოტა არ იყოს შეეშინდა "ვიქტორია? ვიკი კარგად ხარ?" ჩასძახა ქვემოთ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ისევ დაუძახა "ვიქტორია... სასაცილო არ არის, მაშინებ!" ამანდა არც იყო გაკვირვებული, იცოდა, რომ ვიქტორია მის შეშინება ეცდებოდა, რადგან ფილმის შემდეგ ამანდა ისედაც საკმაოდ შეშინებული იყო.

ზუსტად ამის შემდეგ მან ქვემოდან, ზიზღის გამომწვევი დარტყმის ხმა გაიგო, რომელიც მესამე სართულზე აღწევდა.

ღმერთო ჩემო, გაიფიქრა ამანდამ, ხმა ქვემოდან მოდის. ამიტომაც ის მეოთხე სართულზე ავიდე, მაგრამ ამის შემდეგ საზარელი ხმა მეორე სართულიდან მოესმა. ხმა უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა, ახლა უკვე ამანდას ის მესამე სართულიდან ესმოდა.

ამანდა საშინლად შეშინებული იყო, მის გონებაში ათასგვარი კითხვა იბადებოდა, რისი ხმა იყო ეს, რა უნდოდა მას??? შეძრწუნებული მეოთხე სართულზე საწოლის ქვეშ შეძვრა.

ამ დროს ამანდას გასაკვირად ოთახში ვიქტორიას მშობლები შემოვიდნენ და შუქიც ჩართეს. სახლში არაფრის ნიშანი არ იყო გარდა სისხლიანი ბილიკისა, რომელიც ერთ-ერთ ოთახში მიდიოდა.

ყველაფრის მიუხედავად ვიქტორია სასტიკად მოკლედ. მკვლელმა ის არ შეიბრალა, თავი და ფეხები მოაჭრა. მაგრამ რატომ?

გამოკვლევების შედეგად დადგინა, რომ მათი სახლი 1812 წელს იყო აშენებული. ერთ-ერთი მოსამსახურე სამკაულების მოპარვის დროს დაიჭირეს და დასჯის მიზნით თავი და ხელები მოაჭრეს. მკვლელი კი ვერ დაიჭირეს და დღემდე უცნობია თუ რატომ აირჩია მან ოჯახის წევრებიდან თინეიჯერი ვიქტორია. აბა მკვლელების ფსიქიკას რას გაიგებ?

2 коммент.:

Анонимный комментирует...

ეს ფილმია? თუ ფილმია, საინტერესო იქნება და მინდა ყურება, ლინკი დადე რა :)

Dil-Ell комментирует...

sunwaiting filmi ar vici :). sheidzleba iyos filmi

Отправить комментарий

კომენტარები