RSS

will smith biography

პოსტის ავტორი ell

უილარდ კრისტოფერ სმიტ–უმცროსი 25 სექტემბერს დაიბადა 1968 წელს ფილადელფიაში. ფილადელფიაშივე მან გაიცნო მუსიკოსი ჯეფ ტაუსონი, მალევე კი მასთან ერთად მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა 1980 წლებში როგორც ხიპ–ხოპის დუეტის DJ Jazzy Jeff & the Fresh Prince მონაწილე, რომელიც პირველი დაჯილდოვდა 'გრემით' რეპის საუკეთესო შესრულებისთვის. 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა პოპულარულ ტელესერიალში «The Fresh Prince of Bel-Air». ამ ადრინდელ წლებში უილი გამოდიოდა ფსევდონიმით the Fresh Prince. 1990 წლებში უილ სმიტის კარიერა, როგორც მოზარდების კუმირის დასრულდა, თუმცა მსახიობმა შეძლო პოპულარობის დაბრუნება, როდესაც მთავარი როლები შეასრულა ბლოკბასტერებში 'დამოუკიდებლობის დღე'(1996) და 'ადამიანები შავებში'(1997), ამ ფილმების მუსიკალურმა თემებმა კი (სმიტის შესრტულებით) ბრიტანული ჩარტების პირველი ადგილები დაიკავა. 1998 წელს მისმა კომპოზიციამ «Gettin' Jiggy wit' It» (რომელიც დისკო–ხიტზე Sister Sledge «He’s the Greatest Dancer» არის დაფუძნებული) ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო ხიტ–პარადის – Billboard Hot 100 პირველ ადგილზე მოხდა. უილ სმიტმა უარი თქვა მთავარ როლზე 'მატრიცაში', რადგან გადაწყვიტა კომედიაში კოვბოებზე ეთამაშა 'ველური, ველური დასავლეთი'. ფილმი ჩაფლავდა, თუმცა მუსიკალურმა თემამ კვლავ ამერიკული ჩარტების პირველი ადგილები დაიკავა. 2000 წლებში სმიტმა უფრო სერიოზულ კინოსამუშაოზე გაამახვილა ყურადღება. მუხამედ ალის როლებისთვის ერთსახელოვან ბაიოპიკში 2001 წელს 'ოსკარის' პრემიაზე იყო ნომინირებული; მისი მეორე ნომინირება ამ პრემიაზე 2006 წელს მოხდა

p.s ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია (კაცებს შორის)

2 коммент.:

Lalena комментирует...

ჩემი უსაყვარლესიცაა :)

Dil-Ell комментирует...

Lalena ვაიმე მეც ვაბოდებ ამ კაცზე და ამის კინოებზეეეც

Отправить комментарий

კომენტარები